Baurent — თქვენი სანდო პარტნიორი სამშენებლო ტექნიკისა და ხელსაწყოების გაქირავებაში საქართველოში. თანამედროვე სამშენებლო ინდუსტრიის გლობალურმა ტენდენციებმა აჩვენა, რომ იჯარა ხშირად უფრო ეკონომიური და მოქნილი გამოსავალია, ვიდრე ტექნიკის შეძენა და მისი შენახვის ხარჯების ტარება. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვთავაზობთ კლიენტებს თანამედროვე, სანდო და მრავალფეროვან ტექნიკას, რომელიც ნებისმიერი პროექტისთვის გამოდგება.
ჩვენი საქმიანობა 2016 წლიდან დაიწყო და მას შემდეგ Baurent წარმატებით თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვანი ბრენდებთან. ამჟამად ჩვენი ფილიალები ფუნქციონირებს როგორც თბილისში (ორი ლოკაცია), ასევე ბათუმში, რაც გვაძლევს საშუალებას სწრაფად და ეფექტურად მივაწოდოთ სერვისი ქვეყნის ნებისმიერ წერტილში.
Baurent მუდმივად ცდილობს ინვენტარის განახლებასა და გაფართოებაზე, რათა თქვენ ყოველთვის გქონდეთ წვდომა უახლეს ტექნოლოგიებზე და ინოვაციურ გადაწყვეტილებებზე. ჩვენი გუნდი მზად არის დაგეხმაროთ როგორც მცირე სამუშაოებში, ისე მასშტაბურ სამშენებლო ან ღონისძიების პროექტებში — თქვენი წარმატება ჩვენი მიზანია.